ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - ძალიან მნიშვნელოვანია სიძულვილის ენასთან, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლა

მიმაჩინა, რომ ძალიან ნიშვნელოვანია სიძულვილის ენასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლა, -ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვჩმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში მეტი უნდა გაკეთდეს ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის.

„თუ როგორ ეპყრობა მსგავს ჯგუფებს საზოგადოება ძალიან შემაშფოთებელია და შეცვლას საჭიროებს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა წევრ ქვეყნებშიც. მთავრობამ მხედველობაში უნდა მიიღოს ამ ადამიანების რეაბილიტაცია. ეს ეხება ქალთა უფლებებსაც, თუ როგორ ეპყრობიან ხოლმე ქალებს ზოგადად, არა მარტო პანდემიის ჟამს, არამედ ზოგადად. როცა საქმე ეხება საქართველოს, ვფიქრობ, მეტი უნდა გაკეთდეს ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის.

მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიძულვილის ენასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლა. რაც შეეხება ქალებს, ქალთა წარმომადგებლობა სახელმწიფო დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული არ არის, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვიცი, რომ დასაქმებულთა შრომით უფლებებზე თქვენც მუშაობთ და ეს ყველა დროს ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მიატოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა