გიორგი კახიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, რაც არ არის საკმარისი, სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც

საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდეს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში კონსტიტუციის განხილვა შეუძლებელია და როგორც კი ეს მდგომარეობა შეიცვლება, მისი განხილვა დაიწყება.

„პირობა, რომელიც დავდეთ, ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად შესრულდება. საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდეს. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. იმ შემთვევაში თუ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, ცხადია, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი არ არიან მზად, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც შეთანხმებიდან გამომდინარეობს. კახიანი ამბობს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილს სწორედ ოპოზიცია არღვევს.

„ეს სავარაუდოდ, არჩევნებთან მიმართებაში მათი შიშით არის განპირობებული. როგორც ჩანს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რაოდენ წარმატებულია ჩვენი ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მათ კიდევ უფრო გაუმძაფრდათ იმის განცდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ გააჩნიათ და გადაწყვიტეს არაკონსტრუქციული მიდგომით და იმაზე საუბრით, რომ მხარს არ დაუჭერენ ცვლილებებს, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები. მაგრამ ასეთ ქმედებებს არანაირი შედეგი არ ექნება. შეთანხმების პირობები რაც იყო, ამას ხელისუფლება აუცილებლად შეასრულებს. ოპოზიცია კი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რაზეც რეალურად შეთანხმება არ მომხდარა, შეთანხმება არ ყოფილა არანაირ პოლიტპატიმრების თემაზე და ა.შ.. შეთანხმება იყო საარჩევნო სისტემაზე და იმაზე, რომ არ მომხდარიყო მართლმსაჯულების პოლიტიზირება. შეთანხმების ორივე ნაწილს ოპოზიცია არღვევს და ორივე შემთხვევაში ხელისუფლებისგან ითხოვს ისეთი ქმედებებს, რასაც ცხადია ჩვენ არ შევასრულებთ, რადგან ასეთი რამ შეუძლებელია შეთანხმებით ყოფილიყო გათვალისწინებული“, - განაცხადა კახიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს