რომან გოცირიძე კუბილიუსის განცხადებაზე - ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა - დიდი დანაშაული იქნება, თუკი ხელისუფლება, თავისი უგუნურობით ამ უმძიმეს ვითარებაში, ხალხს დახმარებას დაუკარგავს

ძალიან დიდი დანაშაული იქნება, თუკი ხელისუფლება თავისი უგუნურობით ამ უმძიმეს ვითარებაში ხალხს დახმარებას დაუკარგავს , - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ანდრიუს კუბილიუსის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ევროპარლამენტარის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა, რომლითაც შესაძლოა, ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის დახმარების გაწევა ეჭვქვეშ დადგეს.

„ეს ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა. ვინაიდან, 500 მილიონიდან, რომელიც ევროკავშირისგან უნდა მივიღოთ, ჯერჯერობით ხელი მოწერილია მხოლოდ ერთ დოკუმენტზე, 73 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურება. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუკი არ შესრულდება ის ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო, მაშინ, შესაძლებელია, რომ ამ დახმარების გადმოცემა ეჭვქვეშ დადგეს. შევარდნაძის დროს იყო ასეთი ცნება- ტრანში აგვიანებს, ანუ ფულის გადმორიცხვა და ეს ტრანში ხანდახან თვეების განმავლობაში აგვიანებდა სანამ, ცუდად იქცეოდა ხელისუფლება და არ ასრულებდა ერთი მხრივ, სწორ ეკონომიკურ მოთხოვნებს ან მეორე მხრივ, პოლიტიკურ რეპრესიებს ეწეოდა. ასე რომ, ეს ტრანში ყოველთვის სწორ გზაზე დაყენების ერთ-ერთი ფორმა იყო და ძალიან დიდი დანაშაული იქნება, თუკი ხელისუფლება თავისი უგუნურობით ამ უმძიმეს ვითარებაში ხალხს დახმარებას დაუკარგავს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის კანონის უზენაესობის კუთხით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა