მედიის ინფორმაციით, ესპანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სტადიონზე აფეთქებას გეგმავდა

ბარსელონაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც საფეხბურთო მატჩზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაკავებული პირი მაროკოს მოქალაქეა. იგი 8 მაისს დააკავეს, თუმცა დეტალები ახლა გახდა ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, ის ტერაქტის განხორციელებას „კამპ ნოუს“ სტადიონზე „ბარსელონა“ - „რეალის“ მატჩის დროს გეგმავდა. ჯიჰადისტი ტერაქტის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ელ-კლასიკო მისთვის პრიორიტეტული იყო. ბომბის გადასატანად კი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას აპირებდა. მის გეგმებს ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც ესპანეთის ჩემპიონატი შეწყდა.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, მაგრამ მხოლოდ ბოლო თვეებში გამოავლინა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი, სოციალურ ქსელში კი დასავლეთისადმი ზიზღი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა