მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო აცხადებს, რომ ის თანამდებობას ვადამდე ერთი წლით ადრე, 2020 წლის აგვისტოში დატოვებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აზევედო, რომელიც ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ თანამდებობას „პირადი გადაწყვეტილების“ შედეგად ტოვებს.

"შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სრულყოფილი ორგანიზაციაა არაა, თუმცა მისი არსებობა აუცილებელია. ის გვაშორებს სამყაროდან, სადაც ჯუნგლების კანონია გაბატონებული, როგორც მინიმუმ, ვაჭრობასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა აზევედომ.

„ბიბისი“ წერს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადადგომა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კორონავირუსის გამო გლობალური ვაჭრობა საგრძნობლად შემცირებულია და მსოფლიო ეკონომიკას „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი ემუქრება.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ხშირად აკრიტიკებდა, აშშ-ის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თუკი ორგანიზაციის რეფორმირება არ განხორციელდებოდა, აშშ მას დატოვებდა. ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, 2001 წელს ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანების გამო მილიონობით ამერიკელმა დაკარგა სამუშაო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობაზე ბოლო დროს ორგანიზაციის სხვა წევრებიც, მათ შორის ჩინეთი და ევროკავშირიც, საუბრობდნენ.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა