სინგაპურში კორონავირუსით ათობით ათასობით მიგრანტი მუშაა დაინფიცირებული

სინგაპურში, საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ ათობით ათასობით მიგრანტ მუშას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სინგაპურში, სადაც აპრილის დასაწყისში კორონავირუსით მხოლოდ 1 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26 098-მდე გაიზარდა და აქედან 23 758 მიგრანტი მუშაა.

ცნობისათის, სინგაპურში დაახლოებით 1.4 მილიონი მიგრანტი მუშა ცხოვრობს. მათი უმეტესობა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ბანგლადეშიდან და ინდოეთიდან, არიან. აქედან 200 000-მდე მუშა 43 საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. შექმნილი სიტუაციის გამო, მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება 1 ივნისამდე ეკრძალებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა