უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “ფეისბუქის “ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ექიმ ინფექციონისტების, მარიამ ჭყონიას და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომლებმაც 1 საათის განმავლობაში ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მათ ასევე უპასუხეს მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შემდგომ მოქალაქეთა მხრიდან პრევენციის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს.

„ექიმი ინფექციონისტი მარიამ ჭყონია, ამჟამად მუშაობს ინფექციური სნეულებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში (თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში). 2018 წლიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიის ფარგლებში, ის მუშაობდა შლეზვიგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში. ნინო ტავლალაშვილი არის ექიმი ინფექციურ საავადმყოფოში. მას გავლილი აქვს კურსი მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნულებების მიმართულებით ჩესტერის უნივერისტეტში (დიდი ბრიტანეთი). საკორიდნაციო საბჭოს მითითებით და საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის დღემდე გაიმართა 11 ონლაინ კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის