World Vision - პანდემიის გამო, 4 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ნაადრევი ქორწინების რისკის წინაშე დგას

გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision-ის ინფორმაციით, პანდემიის გამო 4 მილიონი არასრულწლოვანი გოგონა ნაადრევი ქორწინების რისკის წინაშე დგას. მათი ინფორმაციით, ოჯახების გაღარიბებამ, შესაძლოა, ისინი იძულებული გახადოს გოგონები ნაადრევად დააქორწინონ. რისკს კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ დახურულია სკოლები და ის, ორგანიზაციები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.

„როცა მსგავსი სახის კრიზისებია, მათ შორის კონფლიქტები, კატასტროფები და პანდემიები, ბავშვთა ქორწინება იზრდება. თუ ამაზე ფიქრს ახლა არ დავიწყებთ, მერე გვიან იქნება. ვერ დაველოდებით როდის ჩაივლის ეს პანდემია“, - განაცხადა ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა, ერიკა ჰოლმა „როიტერსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა