საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს USAID-ის მხარდაჭერით საველე კარვები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ორი ერთეული საველე კარავი გადაეცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. პროექტი „ზრდა საქართველოში“ და მისი პარტნიორი - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. კარვების მოცულობა 40 და 20 კვადრატული მეტრია. ორივე მათგანი აღჭურვილია გათბობის სისტემით. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და RDFG კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის უფროსი ვანო გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ეფექტური რეაგირების მიმართულებით, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტულია. მეხანძრე-მაშველები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საველე სწავლებებში. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა არაერთი პროექტის გახორციელებით მნიშვნელოვნად გააძლიერა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. უახლოეს მომავალში, RDFG-ის მეშვეობით, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო კიბის გადმოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა