საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან დისტანციური შეხვედრა გამართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და WIPO-ს გენერალური დირექტორის ფრენსის გარის დისტანციური შეხვედრა შედგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს Covid-19 პანდემიის ფონზე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დღეს არსებული ვითარება.

„დისტანციურ შეხვედრაზე ფრენსის გარიმ აღნიშნა, რომ WIPO მომზადებული შეხვდა პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციას და შეუფერხებლად ახორციელებს სერვისების მიწოდებას, რაც ძირითადად, განპირობებულია WIPO-ში განხორციელებულ ციფრულ სერვისებზე წარმატებული გადასვლით. თავის მხრივ, საქპატენტის თავმჯდომარემ ფრენსის გარის მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციურ რეჟიმში საქპატენტის შეუფერხებელი მუშაობის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება მსოფლიოში იმ ინტელექტუალური საკუთრების უწყებათა რიცხვშია, რომლებიც სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და არა აქვს რაიმე სახის დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. მინდია დავითაძემ მადლობა გადაუხადა WIPO-ს გენერალურ დირექტორს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშესაწყობად. განსაკუთრებით აღინიშნა საქპატენტთან წარმატებული თანამშრომლობა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიისა და საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების, საქპატენტის სასწავლო ცენტრის დაფუძნებისა და სხვა გლობალური პროექტების განხორციელების კუთხით. საქპატენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქპატენტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს WIPO-სთან თანამშრომლობას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, მომავალ წელს WIPO-ს ეგიდით დაგეგმილ გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს. მინდია დავითაძემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა მზადყოფნა აღნიშნული სიმპოზიუმის საქართველოში მასპინძლობასთან დაკავშირებით”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, WIPO წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უწყებას, რომელიც სპეციალიზდება ქვეყნებში ინოვაციებისა და შემოქმედებითობის განვითარების ხელშეწყობაში. ის აერთიანებს 193 სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან. WIPO ფორუმის წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების გლობალური პოლიტიკის შემუშავებასა და ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის ეფექტიან და დაბალანსებულ განვითარებას. ის ხელს უწყობს ქვეყნების ინოვაციურ და კრეატიულ განვითარებას. WIPO-ში საქართველოს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა