ერთი თვე შესრულდა, რაც ჩინეთში კორონავირუსით არავინ დაღუპულა

დღეს უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც ჩინეთში კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა. იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას გადიან, 91-ს შეადგენს.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათ შორის იმპორტირებული არც ერთი იყო. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უხანში მცხოვრებ 3 მილიონ ადამიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, ხოლო ქალაქის დანარჩენ მოსახლეობას, რაც დაახლოებით 8 მილიონს შეადგენს, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში, გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 82,933 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 4633 შეადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს