ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 081 კვ.მ ფართობზე სრულდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ამ ეტაპზე, სკვერის ფილებითა და ბორდიურით მოპირკეთება მიმდინარეობს.

მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე კი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ადგილას გამწვანებული ტერიტორია იყო, თუმცა არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცე, რომ მოსახლეობას ესარგებლა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი, კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ. აქ სავარჯიშო ტრენაჟორები გასულ წელს დავამონტაჟეთ. ახლა უკვე სკვერში საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გუდამაყრის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 115 915 ლარი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა