ლევან რატიანი - 6-7 დღეა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გაცხადებით, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკას 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. რატიანის თქმით, რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორის - მძიმე.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებული არის 38. დღეს კლინიკიდან ეწერება 1 პაციენტი გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. 6-7 დღეა, რაც არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია და ეს ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს რადენიმე ექიმის მიერ მისი სომატური მდგომარეობა შეფასდება და, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის სამსახურის მეთვალყურეობით. მეორე პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმედ, მაგრამ მართვადია, ვნახოთ, როგორ დასრულდება მკურნალობა“,- განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო