ოთარ კახიძე - საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როგორც კახიძემ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ საქართველოს დამსაახურების გამო მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.

„ალბათ ყველას გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ აზეიმა ხალხი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით რომ ჩამოიყვანეს ხალხი თბილისში სამარშრუტო ტაქსებით და რაღაც გრანდიოზული ღონისძიება რომ მოაწყევეს საზეიმოდ, თითქოს რამხელა დამსახურებაა, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. სინამდვილეში, ეს არის არა დამსახურება, არამედ ანბანური თანმიმდევრობა და საბერძნეთიც ხდება ანბანურად მინისტრთა კომიტეტის შემდეგი თავმჯდომარე. და რითი გამოიჩინა თავი საქართველომ ამ ხნის განმავლობაში? გადაადგდო მთელი დასავლური სამყარო, მათ შორის ევროსაბჭო, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა, რომ პროპროციულ სისტემაზე გადასვლას აპირებდა. დაგვამახსოვრა თავი იმით, რომ პირდაპირ თვალსაჩინოდ, ყველასთვის დასანახად ახალი პოლიტპატიმრების ტალღა გაუჩნდა ქვეყანას. გიგი უგულავა იყო ამის ყველაზე ნათელი დადასტურება და ბოლოს შეთანხმებას მოაწერა ხელი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების თანდასწრებით და შუამავლობით და ამ შეთანხმებაზეც სამარცხვინოდ და უტიფრად აიღო ხელი და დაარღვია მისი პირობები. ეს თავმჯდომარეობა სამარცხვინოდ ჩაიწერება სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორი რამის გამო : ერთი - ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ დამსახურების გამო მივიღეთ ეს პოზიცია და არა ანბანურად და მეორე, ამ ხნის განმავლობაში ყველა საერთაშორისო საკვანძო ვალდებულება იქნა დარღვეული და ფეხქვეშ გათელილი“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა. დღეს კი საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა სამარცხვინოდ ჩაიწერება ისტორიაში - ოთარ კახიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო