აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა.

კერძოდ, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89% მოდიოდა.

ამასთან, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს