„თეგეტა მოტორსმა“ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონები და პირბადეები გადასცა

„თეგეტა მოტორსი“ აგრძელებს კამპანიას #თეგეტაექიმებთანერთად, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს უსასყიდლოდ 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონი და სამშრიანი პირბადეები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, #თეგეტაექიმებთანერთად სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია. „ამასთანავე, თეგეტა მოტორსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უზრუნველყოფს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს და აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების და სანიტრების ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში.

„ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან. ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისაგან, მათ აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია. გარდა ზემოაღნიშნულისა, თეგეტა მოტორსმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს სამთავრობო ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა“, - აღნიშნულია თეგეტა მოტორსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა