ფილიპინებში ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა

ტაიფუნმა ფილიპინებში სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურებულია ასობით სახლი და თავშესაფარი, რომლებსაც აქამდე საკარანტინო ზონებად იყენებდნენ, დატბორილია ბრინჯისა და ხორბლის მინდვრები.

აღმოსავლეთ პროვინცია სამარის გუბერნატორის თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ამ დროისთვის კი ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„საოცრად დიდი ზარალია. დაინგრა სახლები, თავშესაფრები, ეკლესიას სახურავი მთლიანად გადაძვრა“,-განაცხადა გუბერნატორმა „ესოშიეთიდ პრესთან“ სატელეფონო საუბრის დროს.

ცნობისთვის, ფილიპინებში მოსალოდნელი ტაიფუნის გამო გუშინ ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო