თამარ ტალიაშვილი - სამხედრო მოსამსახურეები და მრავალშვილიანი მშობლები თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვის უპირატესი რეგისტრაციით ისარგებლებენ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციართა იმ კატეგორიების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის წესით ისარგებლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის წესს საფუძვლად სოციალური სამართლიანობის პრინციპი დაედო.

„ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სკოლამდელი აღზრდა-განათლების იმ მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობა, რომლებსაც სხვაგვარად გაუჭირდებოდათ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვანი სერვისის მიღება.

წესის მიღებისთანავე რეგისტრაციის პირველი ეტაპი გავხსენით ისეთი კატეგორიის ბენეფიციარებისათვის, როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა დედმამიშვილები. 2019 წელს დავამატეთ კიდევ ერთი კატეგორია - მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. დღეს შეტანილი ცვლილებით ამ ჩამონათვალს ვამატებთ მრავალშვილიან ოჯახებს და გვაქვს ასევე პატივი განსაზღვრული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის გავხადოთ საჯარო ბაგა-ბაღების სერვისი უფრო ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დეპუტატმა.

საკრებულოს ცნობით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2015 წლის დადგენილებაში ცვლილების თანახმად, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020 წლიდან რეგისტრაციის უპირატესი წესით ისარგებლებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (რეგისტრაციის პერიოდში) მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლის შვილები. 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2020 წლის 12 ივნისს დაიწყება.

„რეგისტრაციის წესში აღნიშნული ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით განათლებისა და კულტურის კომისიამ აქტიურად ითანამშრომლა ინიციატორებთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატთან ნინო ლაცაბიძესთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელისო ნარსიამ, დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნათია ქადაგიშვილმა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ ქუთათელაძემ და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ და მიიღეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა