რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მათ კლინიკაში შესაძლოა, დღეს, ბოლნისიდან რამდენიმე პაციენტი შეიყვანონ.

„დღეს დაგვირეკეს და შესაძლებელია, ჩვენთან დაახლოებით, 9 პაციენტი გადმოიყვანონ, ესენი ბოლნისის ცნობილ კლასტერს განეკუთვნებიან“, - განაცხადა გოფოძემ.

კითხვაზე, როდის შეძლებს რესპუბლიკური საავადმყოფო გეგმური პაციენტების მიღებასა და მათ მკურნალობას, საავადმყოფოს დირექტორი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია.

„ძალიან მინდა ეს მალე მოხდეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. რესპუბლიკური საავადმყოფო ჯერჯერობით, ძველ რეჟიმში მუშაობს. ეს გახლავთ ე.წ. ცხელების ცენტრი, ჩვენ ვიღებთ პაციენტებს ცხელებით, მათ ვიკვლევთ და შემდეგ გადაგვყავს სხვა კლინიკაში თუ კოვიდინფექცია არ დაუდასტურდათ, თუ დაუდასტურდათ, ასეთი პაციენტები ჩვენთან რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ“, - აცხადებს გოფოძე.

მისი განმარტებით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შედარებით სტაბილური გახდა და თუ საჭიროება მოითხოვს, მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენებასაც განიხილავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს