გერმანიაში სხვა ქვეყნის დროშის შეურაცხყოფა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის სასჯელთან გათანაბრდა

გერმანიიის საკანონდმებლო ორგანოს, ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნის დროშის დაწვა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის სასჯელთან თანაბრდება. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენენ, სამ წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ. „დროშების დაწვას მშვიდობიან პროტესტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის სიძულვილს, ბრაზსა და აგრესიას იწვევს“,-აცხადებს იუსტიციის მინისტრი, ქრისტინ ლამბერხტი.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონზე საუბარი გერამანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბერლინში 2017 წელს ისრაელის დროშები საჯაროდ დაწვეს. „როგორ შეიძლება გერმანიაში ისრაელის დროშები იწვოდეს?“-განაცხადა ბუნდესტაგში საკითხის განხილვის დროს დეპუტატმა იოჰან ფერჰნერმა.

ცნობისთვის, მიღებული კანონი დროშის არა მხოლოდ დაწვას, არამედ დახევასაც შეეხება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს