გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მაღალი შეფასება ჰქონდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ძალზედ მაღალი შეფასება ჰქონდა.

მისივე თქმით, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეს ექვსი თვე საკმაოდ წარმატებული იყო.

„დღეს საქართველომ ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა დაასრულა. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეს ექვსი თვე ძალზედ წარმატებული იყო. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალზედ მაღალი შეფასება ჰქონდა. მინდა თითოეულ ჩვენს ევროპელ პარტნიორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა. დღეს კი საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მაღალი შეფასება ჰქონდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა