დავით ბაქრაძე - თვითდასაქმებულების რეგისტრაციის მოთხოვნა არის ის უსამართლობა, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას

თვითდასაქმებულების რეგისტრაციის მოთხოვნა არის ის უსამართლობა, რომლის მიხედვითაც, სამიდან ორი თვითდასაქმებული ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამგვარი პრინციპით ქვეყანაში 600 ათასი თვითდასაქმებული დახმარების გარეშე რჩება. ბაქრაძის განცხადებით, ყოველგვარი რეგისტრაციისა და ფილტრის გარეშე, ყველა თვითდასაქმებულს, ვინც არის სოციალურად დაუცველი, სოფლად მცხოვრები და პენსიონერი, დახმარება უნდა გაეწიოს.

„არ შეიძლება ამ ადამიანების დაყოფა, ისინი დღეს იმყოფებიან უმძიმეს მდგომარეობაში და თუ მათ მოვთხოვთ ცნობების წარმოდგენას, საგადასახადოში სიარულს, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმეტესობა დარჩება სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე და სამთავრობა პროგრამა იქნება მოტყუება მინიმუმ 600 ათასი ადამიანის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მინუმუმზე დაიყვანოს და გააუქმოს უაზრო შეზღუდვები და დაეხმაროს ყველას, ვინც დღეს მიმდინარე კრიზისმა დატოვა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, თვითდასაქმებულობის ბუნება გულისხმობს იმას, რომ ადამიანების უმეტესობას ვერანაირი ოფიციალური დოკუმენტი ვერ ექნება, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც ხელისუფლება ფიზიკური პირების მიერ გაცემულ ცნობასაც არ იღებს.

„დოკუმენტაციის წარდგენა პრობლემურია, რადგან თვითდასაქმებულობის ბუნება არის ისეთი, რომ ამ ადამიანების აბსოლუტურ უმეტესობას ვერ ექნება ვერანაირი ოფიციალური ცნობა დასაქმების შესახებ. მათი დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ბაზაში, ამიტომ მოთხოვო ამ ადამიანებს საბუთი და თქვა, რომ არ იღებ ფიზიკური პირის ცნობას, მაგალითად თვითდასაქმებულმა, რომელიც ოჯახში მუშაობს ძიძად, საიდან უნდა მოიტანოს ცნობა იმის შესახებ, რომ თვითდასაქმებულია ან რომელი მონაცემთა ბაზიდან უნდა ამოიღოს საბუთი სოფელში მცხოვრებმა თვითდასაქმებულმა, რომელიც საკუთარ მიწას ამუშავებს რომ ის ამას აკეთებს. რეალურად, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა ამას აკეთებს შეგნებულად, რომ დაიზოგოს თანხა და არ დაეხმაროს თვითდასაქმებულთა ძალიან დიდ რაოდენობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიდგომა თვითდასაქმებულების დახმარებასთან მიმართებით თავიდანვე გაუგებარი იყო.

იხილეთ ვიდეო:თვითდასაქმებულების რეგისტრაციის მოთხოვნა უსამართლობაა, სამიდან ორი თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს - დავით ბაქრაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა