მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქებით ჩატარდება, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქებით ჩატარდება, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, როგორც ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად მოხდება.

„ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქებით, მეექვსე ეტაპზე, როდესაც საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება. რაც შეეხება შუალედურ გამოცდებს, სამინისტროს რეკომენდაციებით უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახდინეს ამის ადაპტაცია და ეს პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების დაცვას, ეს მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე და ესეც დარეგულირდება და წარმატებით ჩაივლის ეს ეტაპი“,- განაცხადა ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა