პრემიერის განცხადებით, მზად არის პარლამენტში მივიდეს და წარადგინოს ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზადაა საქართველოს პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე მსმენია და მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები, მათ შორის ობიექტური კითხვები, იმასთან დაკავშირებით როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადი, ასევე მთავრობს თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით პარლამენტშიც მათ შორის მოსვლასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას," - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:პრემიერი მზად არის პარლამენტში მივიდეს და ანგარიში წარადგინოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო