მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლების ახალ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა 20 მაისიდან იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრის, მიხელ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლების ახალ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა, რომლებიც 12 ოქტომბრიდან დაიწყება, 20 მაისიდან იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ახალი პროგრამების ფარგლებში 8700-მდე ადგილი იქნება სტუდენტებისთვის შეთავაზებული.

„რაც შეეხება იმ პროგრამებს, მოქმედი სტუდენტებისთვის, რომლებიც შეჩერდა პანდემიის გამო, ისინი განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას შემსუბუქების გეგმის მეექვსე ეტაპზე და რასაკვირველია, აქაც მოხდება სამედიცინო პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკვე პოსტპანდემიის პირობებში განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მომზადება -გადამზადების პროგრამებზე, რომლებიც, როგორც ზოგადად მთლიანად პროფესიული განათლება, ორიენტირებულია დასაქმებაზე და ჩვენ შრომის ბაზრის გათვალისწინებით, სწრაფ ტემპებში შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენს დასაქმების ბაზარზე. ასევე, მიმდინარეობს პროგრამების კომპონენტების ანალიზი, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი და დისტანიური ნაწილი პროფესიულ განათლებაში პილოტირების რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან,“- განაცხადა ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა