ბექა ნაცვლიშვილის განაცხადებით, შედარებით მაღალი ხელფასის მქონე ადამიანები, მათ შორის პარლამენტის წევრები, მეტ საშემოსავლო გადასახადს უნდა იხდიდნენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განაცხადებით, ქვეყნაში საშემოსავლო გადასახადი პროგრესული უნდა იყოს და შედარებით მაღალი ხელფასის მქონე ადამიანები, მათ შორის პარლამენტის წევრები, მეტ საშემოსავლო გადასახადს უნდა იხდიდნენ.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკის პრობლემა დაბალი მსყიდველობითუნარიანობაა და დაბეგვრა არა ნებაყოფლობითობას, არამედ საერთო პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენი ეკონომიკის პრობლემა დღეს არაა, რომ არაფერს არ ვაწარმოებთ და განუვითარებელი ეკონომიკა გვაქვს. ჩვენი ეკონომიკის პრობლემა დგას იმაში, რომ ხალხს ფული არ აქვს, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ მსყიდველობითუნარიანობა გავზარდოთ მოსახლეობის, რათა მეტი ფული დახარჯონ და ეკონომიკის სტიმულირება მოახდინონ.

აქ სხდომაზე სოფო კილაძე გამოვიდა და დაგვამადლა, რომ ჩვენი ხელფასის 1/3-ს ვიხდითო, შემოვიღოთ კანონი და ჩვენ ამდენი ხანი მაგას ვითხოვთ, რომ ჩვენ ისე არ უნდა ვიბეგრებოდეთ, ვისაც მაგალითად ხელფასი 1000 ლარი აქვს. ისიც და მეც 20%-ს არ უნდა ვიხდიდეთ. ასე შერჩევითად რომ გავაკეთებთ ამას, ეს სახელმწიფოს ანგრევს კი არ აშენებს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, სახელმწიფოებრიობისკენ გადადგმული რამხელა ნაბიჯიაო, როდესაც დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები თავისი შემოსავლის 1/3-ს დებენო. ნებაყოფლობითობაზე ხომ არ დგას? სახელმწიფო დგას უნივერსალიზმის პრინციპზე“,-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს