სერგო რატიანი - თვითკმაყოფილების უცნაური პრეზენტაცია მოვისმინეთ, სადაც საუბარი არ იყო სერიოზულ გამოწვევაზე, მათ შორის ეროვნულ გამოცდებზე

ჩვენ მოვისმინეთ თვითკმაყოფილების უცნაური პრეზენტაცია, სადაც არ იყო საუბარი სერიოზულ გამოწვევაზე, მათ შორის ეროვნულ გამოცდებზე, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის პრეზენტაცია. მისივე თქმით, მაშინ როცა მოსახლოებას და საზოგადოებას უშლიან რომ ოჯახის სამი წევრი ჩაისვან მანქანაში, ივლისში 40 ათასი აბიტურიენტის დიდ საგამოცდო ცენტრებში გადანაწილებაში რომ არაფერი იცვლება, შემაშფოთებელია.

"მათ საერთოდ არ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ასევე არაფერი ახალი არ უთქვამთ. ივლისში გამქრალი არ იქნება პანდემია, შემცირებული იქნება, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სისტემა. ფაქტობრივად, ეს აბიტურიენტები უნდა ატარონ 4 გამოცდაზე. ეს არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვთავაზობთ რომ ამ ვითარებაში აუცილებლად გასაკეთებელია ერთი კომბინირებული გამოცდა, სადაც ერთ სასესიო დღეში შეიძლება ჩატარდეს ყველაფერი. მაქსიმუმ 3 გამოცდა შეიძლება ჩატარეს ერთად და მეოთხე გამოცდა არ არის საჭირო ყველასთვის, ამიტომ აქ ისედაც ნაკლები აბიტურიენტი იქნება. რაიონულ ცენტრებშიც აბიტურიენტებისა და მათი ახლობლების მობილიზება იქნება სახიფათო" - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს კანონში აქამდეც უნდა ჩაეწერა, რომ დისტანციური სწავლებისას შეფასება შეიძლება დაშვებული იყოს. ამასთან, რატიანის თქმით, პროექტი "ტელესკოლა" 15 ივნისის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა