სერგი კაპანაძე - გახარია პარლამენტში მაშინ უნდა მოსულიყო, როდესაც საგანგებო მდგომარეობას აგრძელებდა

დაგვიანებით მოსვლასა და პასუხების მოცემას იმაზე თუ რა გააკეთა, უმჯობესია გახარიამ იფიქროს, რომ პასუხები ჰქონდეს იმაზე, აწი რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკა გამოვიდეს ჩიხიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, თუ პრემიერი პარლამენტში მივა, ოპოზიციას ექნება კონკეტული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან.

„ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა საქმეების გაკეთება დაგვიანებით, სრული უპატივცემულობა პარლამენტის და კითხვებზე პასუხის არგაცემა.

ის, რომ გახარია პარლამენტში მოდის, ეს უნდა მომხდარიყო აქამდე. უნდა მომხდარიყო მანამ, ვიდრე დაანონსებული იყო კონკრეტული შეზღუდვები და შესაბამისად, უნდა მოსულიყო მაშინ, როდესაც აგრძელებდა საგანგებო მდგომარეობას და მაშინ, როდესაც კონკრეტული კითხვები იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, მიუხედავად ამისა, როდესაც ის მოვა პარლამენტში, ოპოზიციას ექნება კონკრეტული კითხვები და ეს კითხვები უკავშირდება ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც არის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება დროულად იქნას გამოსწორებული. აქამდე რაც მოვისმინეთ მისგან და მთავრობისგან, ის ნაბიჯები არაადეკვატური, არასაკმარისი და დაგვიანებულია“, - აცხადებს კაპანაძე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტში მივიდეს და წარადგინოს ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა