ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„მიუხედავად კრიზისისა, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი, და ასევე წინ წამოწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები“ - განაცხადა ურსემ.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს და სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება მნიშვნელოვან მოვლენად მოიხსენია.

„საერთო ჯამში, ჩვენს მილოცვას იმსახურებს მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

2020 წლის 15 მაისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა