„ახალი საქართველოს“ წევრი - არაპროფესიონალიზმის "გეგმა" ვიხილეთ, რომელსაც განათლების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან კავშირი არ აქვს

„ანტიკრიზისული კი არა საკუთარი სიშტერის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის დამადასტურებელი "გეგმა" ვიხილეთ, რომელსაც განათლების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან, შედეგებთან კავშირი არ აქვს“, - ასე აფასებს პარტია „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების ხელმშემწყობ ანტიკრიზისულ გეგმას. ტოხვაძის თქმით, სახელმწიფო არ ზრუნავს 150 000 შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფ მოზარდზე, რომელთაც ინტერნეტისა და კომპიუტერის პრობლემა აქვს.

"დაანონსებიდან 3 კვირის დაგვიანებით, რა გავიგეთ იმ ე.წ. "პრეზენტაციიდან" განათლების ამუშავების და ანტიკრიზისული გეგმის სახელი რომ დაარქვა მატყუარა და თაღლითმა მთავრობამ?! გამოცდების თარიღებს და ჩატარების პირობებს გეტყვით, ოღონდ ჯერ ვმუშაობთ და ცოტა ხანში გვეცოდინებაო. მაღალბიუჯეტიანი ტელე-სკოლა დავნერგეთ და კარგი შეფასება მივიღეთ OECD -სგან, ოღონდ ვინ ერთვება, რამდენ მოსწავლეს მოიცავს და რა სტატისტიკური მონაცემები აქვს სახელმწიფოს არ ვიცით. ნიშნებს და შეფასებებს დავწერთ წლის ბოლოს და გამოსწორების საშუალებასაც მივცემთ მოსწავლეებსო. რა ცოდნა მიიღეს ან თუ მიიღეს საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვსო. დახმარება ვისაც სჭირდება დისტანციურ სწავლებაში- მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ამ კატეგორიას არ ცნობს მინისტრი. თითქოს არც გვყავს 150 000 შიმშილის ზღვარს მიღმა მოზარდი და გაჯეტ-ლეპტოპებს რომ არ ფლობენ ან ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ვითომ არ იცის. სტუდენტებს ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით, უნივერსიტეტებმა ხომ გადაუვადეს გადასახადიო? პროფესიულსაც რაღაცას მოვახერხებთ, გეგმები და ბიუჯეტი გვაქვსო. რა ენაღვლებათ, დივერსიფიკაციაზე კი არ შეიწუხებენ თავს. ეს არის მორიგი შეურაცხყოფა ანტიკრიზისული გეგმის სახელით, რადგან ეს ანტიკრიზისული კი არა საკუთარი სიშტერის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის დამადასტურებელი "გეგმა" ვიხილეთ, რომელსაც განათლების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან, შედეგებთან კავშირი არ აქვს. ბიძინას და ქუთაისის ტექნოლოგიურის ხსენება რადგან შეძლო ჩხენკელმა, განათლების ანტიკრიზისულ გეგმას რას დაეძებს”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა