შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, განსაკუთრებით პანდემიისას, ძალადობის მსხვერპლს ხშირად არ აქვს შესაძლებლობა, პოლიციას თავად მიმართოს, ამიტომ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ძალადობის მსხვერპლს ხშირ შემთხვევაში არ აქვს შესაძლებლობა, სამართალდამცველებს თავად მიმართოს, რის გამოც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამართულ სესიაზე - „კითხვა-პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ“, განაცხადა. მისი თქმით, თუ ადამიანს ნებისმიერი სახის ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს, პოლიციას უნდა მიმართოს და სურვილის შემთხვევაში ანონიმურობა დაცული იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც გაქვთ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ძალადობის შესახებ და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, მათ შორის ეს არის სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის ძალადობა, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ პოლიციას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ანონიმურობის დაცვით ჩავატაროთ გამოძიება. ინიციატორს შეუძლია შეინარჩუნოს ანონიმურობა სურვილის არსებობის შემთხვევაში.

თუმცა აქ მეორე საკითხიც მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც მსხვერპლის მიერაც ნაკლებია თანამშრომლობა ან უარია თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რათა მოხდეს მტკიცებულებების შეგროვება და იმ შედეგამდე მისვლა, რაც არის ყველას ინტერესში და ეს შედეგი გახლავთ მოძალადის დასჯა. ამიტომ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა, უფრო მეტი გააქტიურება პანდემიის ფონზე, რადგან მსხვერპლს ხშირად არ აქვს საშუალება პირადად დარეკოს პოლიციაში“,- განაცხადა ცაციაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო