რომან გოცირიძე - საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პრემიერი ყოველდღე უნდა მოდიოდეს პარლამენტში და არა მაშინ, როცა მოეპრიანება

საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პრემიერი ყოველდღე უნდა მოდიოდეს პარლამენტში და არა მაშინ, როცა მოეპრიანება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა. გოცირიძის თქმით, პრემიერი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშითაც უნდა წარსდგეს და ფრაქციის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარების გამოც უნდა მივიდეს.

„საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პრემიერი ყოველდღე უნდა მოდიოდეს პარლამენტში და არა მაშინ, როცა მოეპრიანება. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშითაც უნდა წარდგეს და კონკრეტულ კითხვაზეც უნდა გაგვცეს პასუხი. ჩვენი შეკითხვები ეხება სიღარიბის ზრდას და პანდემიის პირობებში, ხელისუფლების უმოქმედობას“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების თაობაზე განცხადება პარლამენტში 5 მაისს დაარეგისტრირა. ფრაქციის მიერ პრემიერისთვის დასმული კითხვები შემდეგია:

„რატომ ვერ მოხერხდა ქვეყანაში სიღარიბის შემცირება? რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე და რა ზომებს ღებულობს მთავრობა ამის გამოსასწორებლად? რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში? რითი აპირებთ პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტში მივიდეს და წარადგინოს ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს