ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროცედურა, რომელიც პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ინტერპელაციასთან არის დაკავშირებული, დიდი ინტერესით ველით მას პარლამენტში

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ასევე ინტერპელაციასთან, ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს პარლამენტში , - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, მზად არის პარლამენტში მივიდეს და წარადგინოს ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას.

„დღეს პრემიერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის ჩაერთოს საპარლამენტო პროცედურებში რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატით, ერთ-ერთი არის ინტერპელაცია და უკვე არის შემოსული ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა ივნისში პრემიერი წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პრემიერის სტუმრობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის პროცედურა, რომელიც არის დაკავშირებული პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ასევე ინტერპელაციასთან და ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს პარლამენტში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა