სოფელ გლდანში წყალარინების ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გამგეობა აღმაშენებლისა და 26 მაისის ქუჩებზე, მათ მიმდებარე ჩიხებში, ასევე გამარჯვებისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს, რაც აღნიშნულ დასახლებაში აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

პროექტის შედეგად, ჯამში, 6 000 გრძივ მეტრამდე ფართობზე წყალარინების ქსელი გაკეთდება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ენ ეს გრუპი’’ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 697 798 ლარია გათვალისწინებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს