კრისტიან ურსე - მილოცვას იმსახურებს ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„მიუხედავად კრიზისისა, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი და ასევე, წინ წამოსწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

მან ხაზი გაუსვა ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს და სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება მნიშვნელოვან მოვლენად მოიხსენია.

„საერთო ჯამში, ჩვენს მილოცვას იმსახურებს მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა