ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქმე კარგად არის გაკეთებული!

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჰენდრიკ დაემსიმ საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, საპარლამენტო ასამბლეის სახელით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, თავის მიმართვაში დაემსიმ აღნიშნა, რომ 20 წლის წინ საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა, რომელიც ორგანიზაციასთან ერთად, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს.

„საქართველო, 6 თვის განმავლობაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობდა და მან ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. COVID19-ის პირობებში მინისტრთა კომიტეტის მართვა ადვილი არ არის, მაგრამ საქმე კარგად არის გაკეთებული!“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰენდრიკ დაემსიმ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის, გენერალურ მდივნისა და მინისტრთა კომიტეტის ურთიერთდიალოგი შესანიშნავად იქნა უზრუნველყოფილი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, თავმჯდომარეობის რეალური მემკვიდრეობა ისაა, რომ საქართველომ გარემოს დაცვის საკითხების ადამიანის უფლებებთან დაკავშირება შეძლო. დაემსის განმარტებით, აღნიშნული თემატიკა საბერძნეთის თავმჯდომარეობას გადაეცემა, ხოლო შემდგომ გერმანიის თავმჯდომარეობაზეც გადავა.

2020 წლის 15 მაისს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველომ საბერძნეთის რესპუბლიკას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს