სალომე ზურაბიშვილი -  ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი

მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და ქვეყნის წინაშე დანაშაულები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ ემოციებსა და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს.

„ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც, ადამიანს შესაძლოა, სასჯელი შეუმსუბუქდეს ან სრულად გაუუქმდეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და ქვეყნის წინაშე დანაშაულები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას. ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა