დავით ბაქრაძე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იმოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, ჩვენს მიდგომაზე საკონსტიტუციო კენჭისყრასთან დაკავშირებით

მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტის მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ფაქტი ერთია, რომ ნორმალური არჩევნების ჩატარება, საარჩევნო რეფორმა და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, არის ყველა ის საკითხი, რომელიც ემსახურება საქართველოს მშვიდობიან და ნორმალურ განვითარებას. ახლა დარჩა ორივე მხრიდან საქმის ბოლომდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ბოლომდე მივა და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება სრულად. საქართველოში არჩევნებს შევხვდებით უკეთესი პოლიტიკური გარემოთი და საარჩევნო სისტემით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იმოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, მათ მიდგომაზე საკონსტიტუციო კენჭისყრასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება საერთო ოპოზიციური შეკრება, სადაც ვიმსჯელებთ. ორივე მხრიდან გადასადგმელი დარჩა რამდენიმე ნაბიჯი, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. ბუნებრივია, პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იმოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის, ჩვენს მიდგომაზე საკონსტიტუციო კენჭისყრასთან დაკავშირებით. რჩება კიდევ რამდენიმე საკითხი, მათ შორის გიორგი რურუას თემა. ამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის მიზანი არასდროს არ ყოფილა ქვეყანაში ვითარების დაძაბვა,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა