ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს არ ვეთანხმებით იმაში, რომ ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ

ჩვენ პრეზიდენტს არ ვეთანხმებით იმაში, რომ ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენ შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად სწორი და პრაგმატულია პრეზიდენტის გადაწვეტილება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულას ციხიდან გათავისუფლების შესახებ და განმუხტავს, თუ არა ეს ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის ამ საკითხზე სიღრმისეულად საუბარს არ აპირებს.

„მე, აქ სიღრმეში არ შევალ. უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდა თავისი პრაგმატული მოსაზრებები, თავისი კეთილშობილური გათვლები, თუმცა ჩვენ არ ვეთანხმებით პრეზიდენტს იმაში, რომ რაიმე ტიპის პრობლემის შექმნა შეეძლო ამ ორი კრიმინალის ციხეში ყოფნას, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენ შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა