გია ხუხაშვილი - საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა - „ქართული ოცნება“ თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად კარგია, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ გაკოტრების ტოლფასია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ თვითონ შევიდა ჩიხში და პოლიტიკური სუიციდით დაასრულა ყველაფერი.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის აღიარება და კაპიტულაცია. თან მარტო იმის აღიარება კი არ არის, რომ თურმე პოლიტპატიმრები ყოფილან, არამედ იმის აღიარებაც არის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტყუილში გვაცხოვრეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელისუფლების სამარცხვინო კაპიტულაციით დასრულდა, რაც სახელმწიფოებრივად თავისთავად კარგია, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ეს გაკოტრების ტოლფასია. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, ფაქტობრივად, არანაირი არგუმენტი აღარ აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. აი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ასეთ ქმედებაზე ? თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი გამოუვალ მდგომარეობაში, თვითონ შევიდნენ ჩიხში და თითქმის, პოლიტიკური სუიციდით დაასრულეს ეს ყველაფერი. ჩვენი ხელისუფლება კუნთების თამაშს მიჩვეულია და ამ შემთხვევაში, მათი პრობლემა ოპოზიცია კი არ იყო, არამედ მათი პრობლემა იყო საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ დაინახეს, რომ იმ ფასის გადამხდელები არ იყვნენ, რისი გადახდაც მოუწევდათ და დანებდნენ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო