ირმა ნადირაშვილი - შეთანხმება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როდესაც გიორგი რურუაც დატოვებს საპატიმროს-ველოდებით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯსაც გადადგამს

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ჩამონათვალში ყოველთვის იყო ნათქვამი, რომ ეს პიროვნებები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავა. შესაბამისად, შეთანხმება ჩაითვლება შესრულებულად სწორედ მაშინ, როდესაც გიორგი რურუაც დატოვებს საპატიმროს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტი ვერ გააკეთებდა გიორგი რურუაზე განცხადებას და ვერც ნაბიჯებს გადადგამდა „იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ მისი სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს და შესაბამისად, პრეზიდენტს არ აქვს მისი შეწყალების უფლება.

„შეთანხმება იყო გაწერილი ძალიან კონკრეტულად, ის მოიცავდა საკონსტიტუციო საკითხებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, საკითხებს ჩამონათვალში ყოველთვის იყო ნათქვამი, რომ ეს პიროვნებები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავა. შესაბამისად შეთანხმება ჩაითვლება შესრულებულად სწორედ მაშინ, როდესაც გიორგი რურუაც დატოვებს საპატიმროს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდება, ველოდებით რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯსაც გადადგამს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს