ირაკლი ოქრუაშვილი - ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ესეც ვერ შეასრულა

ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს, ასევე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპიზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს.

რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო ცვლილების პროცესის შესახებ, ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს