მამუკა მდინარაძე - აბსოლუტური უმეცრებაა გიორგი რურუას შეწყალებაზე საუბარი, რადგან მსჯავრდებული არ არის და კანონი არ ითვალისწინებს

აბსოლუტური უმეცრებაა რურუას შეწყალებაზე საუბარი, რადგან ელემენტარულად, მსჯავრდებული არ არის და კანონი ასეთს არ ითვალისწინებს, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია შეიწყალო ბრალდებული პირი.

„როდესაც ნებისმიერ მათგანთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავახმოვანეთ, შემთხვევით არც ერთი სიტყვა და არც ერთი წინადადება არ გვითქვამს. ჩვენ ვერ ჩავერევით ვერც ერთი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში. ეს რომ ასე არ არის ხოლმე არადემოკრატიულ ქვეყნებში, ისინი თავად საუბრობენ ამაზე. ამ სიმართლეს ჩვენ ყოველთვის გავიტანთ და ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას, რომ ჩვენ არც პრეზიდენტის, ასევე სხვა დამოუკიდებელი სისტემის, სტრუქტურის კომპეტენციაში არასდროს ჩავერევით. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა