ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში

ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

იგი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ხელისუფლება „შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსს წარმატებით დაამარცხებს“.

„ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ 2 კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ 2 პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული.

სამწუხაროა, რომ დროებით იძულებულნი ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ. დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა“,-აცხადებს ის.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს.

„სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ კი, შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ. ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ“, - აცხადებს კობახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა