ოთარ კახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ არის მიმართული

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის მიერ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას შეესაბამება.

მისი განმარტებით, გიორგი რურუას შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება სასამართლოსა და პროკურატურის პრეროგატივაა.

„გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში არის, მას სასჯელი განსაზღვრული არ აქვს. შესაბამისად, გიორგი რურუას შემთხვევაში, სასამართლოსა და პროკურატურის პრეროგატივაა სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება. მისასალმებელია პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ არის მიმართული. ის შეესაბამება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას, რაც მთლიანად ქვეყნის ინტერესშია. ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია“, - განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, გაგრძელდება თუ არა ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მან უპასუხა, რომ ეს სპეკულაციებია და ხელისუფლების მიერ გადადგმული ამჟამინდელი ნაბიჯები საკმაოდ პოზიტიურია.

„ახლა ამ სპეკულაციებში არ შევალ. განვითარება საკმაოდ პოზიტიურია, ნაბიჯებს ვგულისხმობ დ არა განცხადებებს. შეფასებები შესაძლოა, სხვადასხვაგვარი გვქონდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას, თუმცა მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები. რა ნაბიჯებსაც ამ ეტაპზე ვხედავთ, შეთანხმების შესრულებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, თუკი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები გიორგი რურუას შემთხვევაშიც, ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება. 8 მარტის შეთანხმების მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება და „ევროპული საქართველო“ 8 მარტის შეთანხმების პირობებს დაიცავს და ჩვენ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ“,-განაცხადა კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა