ვახტანგ ძაბირაძე - არ მესმის, რა მოგება ნახა „ქართულმა ოცნებამ“, ხომ არავინ დაიჯერებს, რომ პრეზიდენტმა თავად მიიღო გადაწყვეტილება და პარტია და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არის ახლა ასეთი გულუბრყვილო ვინმე?

ხომ არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო, არის ახლა საქართველოში ასეთი გულუბრყვილო ვინმე?! - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის მიერ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას დროულად უნდა ემოქმედა, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ასეთ კრიტიკას მიიღებდა.

„ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმის თაობაზე, რაზეც საუბარი იყო. თუმცა, ამ დრომდე არ უნდა გაეწელათ ეს ვითარება და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ. რაღაც ხომ უნდა გათვალო, მითუმეტეს, როდესაც წინ გამოცდილება გაქვს, რა ხდებოდა იანვარ-დეკემბერში და უფრო ადრეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტამდე ხომ მთელი რიგი პროცესი იყო. აქედან დასკვნები ხომ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? კორონავირუსი მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები სხვაგვარად ფუნქციონირებენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმეს ჰქონდა იმის განცდა ან გათვლა, რომ კორონავირუსის გამო, ჩვენთვის არავინ მოიცლიდა, არასწორია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ კორონავირუსზე და ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი თემა. საქართველოს დემოკარტიისთვის, ხვალინდელი დღისთვის ცუდი და არასწორი გათვლაა, რადგან მსოფლიოში ვითარება იცვლება, მთელი რიგი პოლიტიკური თემების გადალაგება ხდება. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში, საქართველო ხვალ და ზეგ გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთი, ვიდრე იყო გუშინ და არის დღეს. აქ სხვა გლობალური პროცესები დაიწყო და ჩვენი ქვეყანა ამ პროცესში მნიშვნელოვანი რგოლია. ამიტომ, ასეთ გათვლა თუ ჰქონდათ, მცდარი გათვლაა. უბრალოდ არ მესმის, რა მოგება ნახა “ქართულმა ოცნებამ“? იმას ხომ არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო, არის ახლა საქართველოში ასეთი გულუბრყვილო ვინმე?!“,-აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი იმის შიშით კი არ გადადგა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებდა, არამედ იმის გამო, რომ დასავლეთიდან კრიტიკული გზავნილები ისმოდა.

„ოპოზიციისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, მათ რაიმე რესურსი ჰქონდეთ იმისთვის, რომ ამ ეტაპზე რაღაც მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძრაობა დაიწყონ. უფრო მშვიდ და სტაბილური პოლიტიკურ გარემოში ვერ შეძლეს უფრო მასშტაბური აქციების გამართვა. ასე, რომ ეს ფაქტორი არ არის. მთავარი ფაქტორი არის დასავლეთი. ამიტომ, ხელისუფლებამ თუ რაიმე ნაბიჯი გადადგა არა იმის შიშით, რომ ოპოზიცია რაღაცას ააგორებდა, არამედ იმის გათვლით, რომ დასავლეთიდან ძალიან მკაფიო სიგნალები წამოვიდა. დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ეს ეკონომიკურ მხარდაჭერას და იმ თანხას ეხებოდა, რომელსაც დასავლეთი საქართველოს გამოუყოფს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და იმისთვის, რომ ცხოვრების დონე მინიმალურ ეტაპზე მაინც შევინარჩუნოთ. ამიტომ, არ ვფიქრობ, ხელისუფლება ოპოზიციისგან დამფრთხალია და ეს ნაბიჯი ამიტომ გადადგა. სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი ხელისუფალი არც დღევანდელი, არც გუშინდელი და არც გუშინწინდელი ქართულ საზოგადოებას არ ითვალისწინებდა. ეს სამწუხარო რეალობა იყო. ასევე, 2003 წელს დასავლეთის ჩარევით განხორციელდა ე.წ ვარდების რევოლუცია და 2012 წელსაც ხელისუფლების „ხავერდოვანი“ გადაცემა დასავლეთის უშუალო ჩარევით განხორციელდა. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, რომ ასეთი საკითხები თავად მოვაგვაროთ და ამისთვის დასავლეთის ჩარევა არ დაგვჭირდეს. არ მგონია, რომ ხელისუფლება აქციებმა დააფრთხო, მაგრამ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან იქნებოდა მკაცრი გაფრთხილება, რომ ერთ ცენტრსაც კი ვერ მივიღებდით“,-აღნიშნავს ძაბირაძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ ორი პატიმრის გათავისუფლება სრულიად საკმარისია, მაშინ გიორგი რურუა იმდენ ხანს იჯდება ციხეში, რამდენ ხანსაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს.

„ჩემი აზრით, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენი პარტნიორები ჩაერთვნენ. სწორედ მათ გაუწია ხელისუფლებამ ანგარიში და არა საზოგადოებრივ ვითარებას. არ ვიცი, რა მოლაპარაკებები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, კულუარული მოლაპარაკებები იქნებოდა იმ განცხადებების მიღმა, რა განცხადებებიც გაკეთდა, თუნდაც ევროპაში და თუნდაც ვაშინგტონში. თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ ორი პატიმრის გათავისუფლება სრულიად საკმარისია, მაშინ რურუა იმდენ ხანს იჯდება ციხეში, რამდენ ხანსაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს. თუ დასავლეთი ჩათვლის, რომ მათი გათავისუფლება საკმარისი არ არის და გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, შესაბამის ზომებს მიიღებენ. სწორედ მაშინ მოიძებნება მექანიზმი იმისთვის, რომ რურუაც გაათავისუფლონ. ჩემი აზრით, ეს არის მთელი ამ პროცესის ანატომია“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა