სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი - მივესალმებით ოქრუაშვილის და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას - ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას

მივესალმებით შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც 8 მარტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მონაწილეობდა.

„ეს ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესი მიღწეულიყო,“- აცხადებენ სენატორები.

მათივე თქმით, „მოუთმელად ელიან“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება, მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედია მფლობელის, რომელიც დეკემბერში ყალბი ბრალდებებით დააკავეს", - ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო გუშინვე დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო