დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობამ წარმატებით ჩაიარა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა, რომელიც 2020 წლის 15 მაისს ოფიციალურად დასრულდა, კიდევ ერთხელ შეაჯამა.

ზალკალიანის თქმით, წარმატებული თავმჯდომარეობის დასტური არის არა მხოლოდ გამართული ღონისძიებები, არამედ ქართული მხარის ინიციატივები, შედეგად დატოვებული მნიშვნელოვანი დოკუმენტური ბაზა.

მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი თავმჯდომარეობის პრიორიტეტად აღიარა, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა პარტნიორების მხრიდან.

სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს თავმჯდომარეობამ COVID-19-ის პანდემიის ფონზე ჩაიარა, თუმცა საქართველომ მაინც შეძლო ყველა პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამართვა და საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. დეკლარაციის თანახმად, 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები საბერძნეთს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში გამართული მინისტრის კომიტეტის სხდომის ფარგლებში 15 მაისს გადასცა. საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე 6 თვის განმავლობაში იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო