დიეგო კოლასი უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე - მართლაც შესანიშნავი ამბავია, საფრანგეთი მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

მართლაც შესანიშნავი ამბავია. საფრანგეთი მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას.

დიეგო კოლასმა „ტვიტერზე“ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გააზიარა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აღნიშნულ განცხადებას.

„მართლაც შესანიშნავი ამბავია. საფრანგეთი მხარს უჭერს ამ განცხადებას და ასევე მიესალმება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ამისათვის, 8 მარტის შეთანხმების შესრულება საქართველოსთვის ძალიან კარგია“, - წერს კოლასი.

ცნობისთვის, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა