თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული, აქედან კოვიდინფიცირებული 35 პაციენტია. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას 2 პაციენტი გადის. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 41 პაციენტი.